საკალათბურთო კლუბმა “სოხუმმა” ევროჩელენჯის ტურნირში თამაშზე უარი თქვა

საკალათბურთო კლუბმა “სოხუმმა” ევროჩელენჯის ტურნირში თამაშზე უარი თქვა

გუშინ, საკალათბურთო კლუბმა „სოხუმმა“ წერილით მიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელშიც აღნიშნულია:
„რამდენიმე ობიექტური მიზეზის გამო, ევროჩელენჯისთვის ვერ ვასწრებთ ზოგიერთი საორგანიზაციო და სათამაშო სპორტული საკითხების მომზადებას მაღალ დონეზე, რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი კლუბის წარმატებული ასპარეზობა ამ ევროტურნირში. ამიტომ 2013-2014 წლის სეზონზე ვერ ვახერხებთ ევროჩელენჯის ტურნირში მონაწილეობას და გთხოვთ, შეატყობინოთ ამის შესახებ ფიბა-ს“.
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ აღნიშნული წერილის საფუძველზე, ოფიციალურად მიმართა ფიბა-ევროპას ევროჩელენჯის მონაწილეთა სიიდან საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ ამოღების შესახებ.