სერბულმა “ბორაცმა” ადრიატიკის ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და რაც ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარია, ამაში დუდა სანაძის დიდი დამსახურებაა. ჩაჩაკელები ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს, სლოვენიურ კრკა-ს სტუმრად შეხვდნენ და დამაჯერებელი სხვაობით – 94:74 სძლიეს.
ბორაცმა პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით მოიგო, შესვენების შემდეგ კი, სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა. სანაძე სასტარტო ითამაშა და 17:16 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. დუდამ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბორაცმა 19 მატჩში მე-5 გამარჯვება იზეიმა და მართალია, 14-გუნდიან ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე რჩება, იმავე კრკა-სა და ხორვატულ ზადარს მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება. სანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, შინ, ბოსნიურ “იგოკეასთან” ჩაატარებს.