სანაძის 18-მა ქულამ ანორთოსისს სარაგოსაში ვერ უშველა

სანაძის 18-მა ქულამ ანორთოსისს სარაგოსაში ვერ უშველა

დუდა სანაძის 18 ქულა ფიბა ევროპის თასზე, რაც მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ქართველ ფორვარდს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და კვიპროსის ანორთოსისი ესპანეთში, სარაგოსასთან 77:92 დამარცხდა.

ზოგადი ვითარება არ იძლეოდა იმის შანსს, რომ კვიპროსულ კლუბს ესპანეთში ადგილობრივი გუნდი დაემარცხებინა და სანაძის შედეგიანმა გარჯამ ეს რეალობა ვერ შეცვალა. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:34 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 9-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად სანაძემ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

სანაძესთან ერთად ანორთოსისში ამერიკელები – კენტვან სმიტი და მარკიზ თოუნსი გამოირჩნენ, რომლებმაც შესაბამისად 16 და 15 ქულა ჩააგდეს, თუმცა მთლიანობაში ფამაგუსტელებმა შეხვედრა 15 ქულით დათმეს. 3-დან 3 წაგებით ანორთოსისი 4-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს კვლავ სტუმრად, სლოვაკურ ლევიცესთან გამართავენ.