სანაძის 19 ქულა და ოლივეირენშეს გამარჯვება პორტოში

სანაძის 19 ქულა და ოლივეირენშეს გამარჯვება პორტოში

პორტუგალიის ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერის დახმარებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ოლივეირენშემ. ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფმა დუდა სანაის გუნდმა სტუმრად მესამეადგილოსანი პორტო 90:78 დაამარცხა. მართალია, ამ მოგების შემდეგ ამ გუნდებს შორის სხვაობა კვლავ დიდია და 4 ქულას შეადგენს, თუმცა მოახლოვებული პლეი ოფის წინ სახელიანი გუნდის სტუმრად დამარცხებას დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33:37 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 9-დან 5 სამიანი ჩააგდო. დუდამ მთლიანობაში 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ოლივეირენშელთაგან საუკეთესო შონ მილერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

22 მატჩიდან 14 მოგებით სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე რჩება და ამ ადგილისთვის მდევარ ვიტორიასთან იბრძვის. მომდევნო ტურში ოლივეირენშეს მეტოქე კიდევ ერთი ფავორიტი სპორტინგი იქნება, რომელსაც დუდას გუნდი 14 მარტს უმასპინძლებს.