სანაძის 25 ქულა და პირველი გამარჯვება ყატარში

სანაძის 25 ქულა და პირველი გამარჯვება ყატარში

სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ, დუდა სანაძის “ალ ხორმა” ყატარის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. გუნდს გამარჯვებისკენ ქართველმა მსროლელმა ულიდერა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ალხორელებმა ყატარის ჩემპიონატი 3 მარცხით დაიწყეს. მე-4 ტურში სანაძის გუნდის მეტოქე “ალ რაიანი” გახლდათ, რომელიც ასევე ერთ-ერთი აუტსაიდერი გახლდათ. შეხვედრა “ალ ხორის” გამარჯვებით – 81:76 დასრულდა, დუდა სანაძემ კი 5 პერსონალურის გამო მოედანი 34:31 წუთში დატოვა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა მოახერხა საუკეთესო შედეგის დაფიქსირება: 25 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა.

ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ალ ხორმა 1 მოგებითა და 3 მარცხით 9-გუნდიან ყატარის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს ლიდერ ალ არაბისთან ჩაატარებს.