სანაძის 25 ქულამ ანორთოსის კვიპროსის თასის ფინალში ვერ უშველა

სანაძის 25 ქულამ ანორთოსის კვიპროსის თასის ფინალში ვერ უშველა

დუდა სანაძემ სეზონი შთამბეჭდავი პირადი შედეგით დაასრულა, თუმცა მისი გუნდისთვის ამას ვერ ვიტყვით. ფამაგუსტას ანორთოსისი კვიპროსის თავის ფინალში ლარნაკა აეკ-ს შეხვდა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანი თამაშის მიუხედავად 72:88 დამარცხდა.

სანაძეს არ უთამაშია თასის ნახევარფინალში, რომელშიც ანორთოსისმა აპოლონს 78:73 სძლია. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, სანაძე ანორთოსისში საუკეთესო იყო. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:43 წუთში 25 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.

დუდამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა და ეს ფამაგუსტელთა რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ანორთოსისისთვის სეზონი დასრულდა. სანაძე თავისუფალი აგენტია და სანამ ეროვნულ ნაკრებში ჩამოვიდოდეს, სავარაუდოდ, ახალ კლუბს მონახავს