სანდრო მამუკელაშვილი G ლიგის ოლ სტარში ითამაშებს

სანდრო მამუკელაშვილი G ლიგის ოლ სტარში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ მძიმე ფორვარდი, 23 წლის სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის G ლიგის ვარსკვლავების (NBA G League Next Up Game) მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი ჩაანაცვლა და შესაბამისად, ლუკა გარზას გუნდში ითამაშებს.

განვითარების ლიგის 24 მოთამაშიდან 10 გულშემატკივრებმა ხმის მიცემის საშუალებით აირჩიეს, დანარჩენი 14 კი ლიგამ დაასახელა. გუნდების კაპიტნებად ლუკა გარზა და სკუტ ჰენდერსონი დანიშნეს, რომლებმაც მოთამაშეები თავად აირჩიეს.

ქართველ კალათბურთელს აქამდე Next Up Game-ში არასდროს უთამაშია. G ლიგის ვარსკვლავების მატჩი NBA-ის ALL STAR-ის უიქენდზე, 19 თებერვალს, იუტაში, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.