სანდრო მამუკელაშვილი: “ვცდილობ, საქართველო ყველგან კარგად წარმოვაჩინო”

სანდრო მამუკელაშვილი: “ვცდილობ, საქართველო ყველგან კარგად წარმოვაჩინო”

რამდენიმე წუთში ამერიკის სტუდენტური ლიგის ეგრედ წოდებულ “მარტის სიგიჟეში” სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგება. 18 წლის ქართველი კალათბურთელი NCAA-ის ფინალური ტურნირის პირველ რაუნდში, რომელიც ჩვენებურ ენაზე 1/64 ფინალს წარმოადგენს, “ჩრდილო კაროლაინა სტეიტის” უნივერსიტეტს შეხვდება. ამ და “მარტის სიგიჟესთან” დაკავშირებულ სხვა დეტალებზე ვრცელი წერილი ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ. აქ კი ერთ საინტერესო ციტატას შემოგთავაზებთ, რომელიც აღნიშნულ მატჩამდე “სეთონ ჰოლის” ტვიტერის გვერდზე ქართველმა კალათბურთელმა გააკეთა. უფრო ზუსტად, ტვიტერზე მოყვანილია მამუკელაშვილის ციტატა, სადაც სანდრომ ხაზი გაუსვა, რომ “მარტის სიგიჟის” დროს საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა სურს.

“აღფრთოვანებული და აღელვებული ვარ. ცხადია, “მარტის სიგიჟის” შესახებ აქამდეც მსმენია. ეს ტურნირი ევროპაშიც პოპულარულია და ბევრი მაყურებელი ჰყავს. მომავალი მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრმა არც იცის ჩვენს შესახებ. ამიტომაც, ყველგან, სადაც თამაში მიწევს, ვცდილობ, ჩემი სამშობლოდ კარგად წარმოვაჩინო. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ კარგი კალათბურთელები საქართველოშიც არიან”.

უყურეთ “სეტონ ჰოლისა” და “ჩრდილო კაროლაინა სტეიტის” მატჩს პირდაპირ ეთერში შემდეგ ბმულზე: http://sportlemon.top/basketball/nc-state-vs-seton-hall-sl95l3e?l=1583671964

“სეტონ ჰოლი” ქალაქ ვიჩიტაში, “მარტის სიგიჟის” პირველ წრეში სათამაშოდ მიემგზავრება