სანიკიძე და მეტრეველი იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშნენ

სანიკიძე და მეტრეველი იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშნენ

იტალიის თასის გათამაშება წარუმატებლად დაიწყეს ქართველების გუნდებმა. ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ „არმანისთან“ 82:77 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, ხოლო ნიკა მეტრეველის „დინამო სასარიმ“ „სიენასთან“ შეხვედრა 60:70 დათმო.
სანიკიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 33 წუთში გუნდს 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბოლონიელთა ფინელი ლეგიონერი პეტერი კოპონენი გახდა, რომელმაც 23 ქულას 5 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მიამატა.
 

 
რაც შეეხება ნიკა მეტრეველს.  მან 4 წუთს ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 1 მოხსნის განხორციელება მოასწრო. სარდინიელთა რიგებში საუკეთესო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი ქუინტონ ჰოსლი გახლდათ, რომელმაც 35 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა.
 
თასის გათამაშებაში დღეს დარჩენილი 4 გუნდი ჩაებმება, რომელთა შორისაცაა გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუც“.   კანტუელები „აველინოს“ შეხვდებიან და წარმატების შემთხვევაში ხვალ ნახევარფინალს ითამაშებენ. ფინალური მატჩი კი 19 თებერვალს გაიმართება.