სანიკიძე და შერმადინი მოედანზე მცირე ხნით გამოჩდნენ

სანიკიძე და შერმადინი მოედანზე მცირე ხნით გამოჩდნენ

იტალიის სერია „ა“-ში მორიგი მარცხი განიცადა ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“. ქართველი ფორვ არდის გუნდი სტუმრად „აველინოს“ შეხვდა და 70:75 წააგო. სანიკიძე მოედანზე მხოლოდ 8 წუთით გამოჩნდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
 
ვიქტრმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა და 2 ბურთი მოხსნა. სიენელთაგან 20 ქულით საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, ხოლო კრისტიან კანგურმა 16 მიითვალა. გამარჯვებულებს 19 ქულით სლოვენიელმა იაკა ლაკოვიჩმა ულიდერა.
 
სიენელებს 15 მოგება და 10 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურშ, 7 აპრილს, სანიკიძის გუნდი სტუმრად „ვანოლის“ შეხვდება.
 
საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“, მაგრამ ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 3,30 წუთი ითამაშა. პირეოსელებმა „აეგეან რეტიმოს“ 88:73 მოუგეს და ჩემპიონატში პირველი ადგილი გაიმყარეს. მცირე ხნით მოედანზე გამოჩენილმა სერმადინმა 1 ორქულიანი ააცილა და მატჩი ერთადერთი მოხსნით დაასრულა.