სანიკიძე მაკალებს მემორიალზეც შეხვდა

სანიკიძე მაკალებს მემორიალზეც შეხვდა

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვიქტორ სანიკიძე კვლავ შეხვდა მაკედონიელ ბო მაკალებს. ამჯერად საკლუბო მატჩში: სანიკიძის “ვირტუს ბოლონია” “ბელაველიას” მემორიალურ ტურნირზე მაკალების “სიენას” შეხვდა. ეს გახლდათ ნახევარფინალური მატჩი, რომელიც იტალიის მოქმედი ჩემპიონ “სიენს” გამარჯვებით – 79:65 დარულდა.

ბო მაკალები და ვიქტორ სანიკიძე
მართალია, პირველსავე მეოთხედში სიენელებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ბოლონიელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. “ვირტუსი” ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდა შანსს, თუმცა საბოლოოდ “სიენამ” მაინც იმარჯვა და მემორიალის ფინალში გააღწია.
სანიკიძემ 18 წუთი ითამაშა და 6 ქულას, ანუ ზუსტად იმდენს მოუყარა თავი, რამდენიც ახლახან “მილუოკი ბაქსიდან” “ვირტუსში” გადასულმა დაგლას რობერტსმა მოინაგრა, ხოლო ბოლონიელთა ბომბარდირი ფინელი პეტერი კოპონენი გახდა. რას შეეხება ბო მაკალებს, მან სიენელებს 9 ქულა მიაშველა, გამარჯვებულებს კი 21 ქულით არადორიმ ულიდერა.