სანიკიძე მწყობრშია და სიენას გასვლით გამარჯვებაში დაეხმარა

სანიკიძე მწყობრშია და სიენას გასვლით გამარჯვებაში დაეხმარა

ერთი მატჩის ტრავმის გამო გაცდენის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე მოედანზე გამოჩნდა. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „სიენას“ ფორვარდმა სტუმრად, „მონტეგრანაროს“ წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა და 4 ქულა მიითვალა.
 
სიენელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 94:90 დაამარცხეს. სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე, როგორც ვთქვით, 18 წუთი გაატარა და 4 ქულა დააგროვა. სანიკიძემ 3-დან 2 ორიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სიენელთა შორის 17 ქულით საუკეთესო დევიდ მოსი გახლდათ, ხოლო კრისტიან კანგურმა 16 მოაგროვა.
 
18 მოგებითა და 11 მარცხით „სიენა“ სერია „ა“-ში მე-5 ადგილზეა. რგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, 5 მაისს, „სიენა“ „დინამო სასარის“ უმასპინძლებს.