სანიკიძე ორმაგი დუბლის ზღვარზე და მილანთან დამარცხებული სიენა

სანიკიძე ორმაგი დუბლის ზღვარზე და მილანთან დამარცხებული სიენა

ვიქტორ სანიკიძის გუნდმა მილანურ „ემპორიო არმანის“ უმასპინძლა და შეხვედრა 5 ქულის სხვაობით – 66:71 დათმო. ეს სიენელთა უკვე მეორე საშინაო მარცხია, არადა, სერია „ა“–ს სეზონი 1 თვეა, რაც დაიწყო.
სტუმრებმა პირველი მეოთხედი  21:16 მოიგეს, მეორე 18:10 და დიდი შესვენებისთვის „სიენა“ უკვე გვარიანად ჩამორჩებოდა. საბოლოოდ ისე დასრულდა მატჩი, რომ სანიკიძის გუნდს მისი შემობრუნების შანსი არ მისცემია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა კარგად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა–პასი დააკლდა. სანიკიძემ 9 ქულა და ამდენივე მოხსნა დააგროვა, რასაც 2 პასი და თითო ჩაჭრა–დაფარება მოაყოლა. მარგი ქმედების კოეფიციენტით სიენელთაგან ვიქტორს მხოლოდ ბობი ბრაუნმა აჯობა, რომელმაც 35 წუთში 26 ქულა დააგროვა. სანიკიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 23 წუთით იმყოფებოდა. მან 5–დან 3 ორქულიანი და 2–დან 1 სამიანი ჩააგდო.
6 ტურის შემდეგ „სიენას“ 4 გამარჯვება აქვს და 3 გუნდთან ერთად, რომელთა შორისაც მარკოიშვილის „კანტუცაა“, ცხრილში III-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო ტური 11 ნოემბერს გაიმართება და „კანტუ“ „ვანოლის“ უმასპინძებს, ხოლო 12–ში შეხვედრა გაიმართება: სანიკიძის “სიენა” „რომას“ ესტუმრება.