სანიკიძე “სან ანტონიოს” და “კლივლენდის” წინააღმდეგ

სანიკიძე “სან ანტონიოს” და “კლივლენდის” წინააღმდეგ

მოახლოვდა ნბა–ს სეზონი და მის დაწყებამდე ამერიკის პროფესიული ლიგის გუნდები საგამოფენო მატჩებში გამოცდიან ერთმანეთს. ნბა–სა და ევროპული კალათბურთის ინტეგრაციის პროცესი რამდენიმე წელია დაიწყო. თუკი აქამდე ევროპას ამერიკული გუნდები სტუმრობდნენ, სატესტო მატჩების გასამართად ახლა ოკეანგაღმა ევროპული გუნდებიც მიემგზავრებიან.
 
პიონერთა შორისაა ვიქტორ სანიკიძის „სიენა“, რომელიც მადრიდის „რეალთან“ ერთად ამერიკაში გაემგზავრა და ნბა–ს გუნდებს საგამოფენო მატჩებში დაუპირისპირდება. ეს არის ნბა–სა და ევროპის ყველაზე წარმომადგენლობითი საკალათბურთო გაერთიანება ევროლიგის საერთოო პროექტი, რომელიც გაცვლით ხასიათს ატარებს.
 

 
„სიენა“ პირველ მატჩს 6 ოქტომბერს „სან ანტონიო სფურსთან“ გამართავს, ხოლო 8–ში „კლივლენდ კავალერზს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნბა–ში სანიკიძეზე უფლებებს სწორედ ტეხასური კლუბი ფლობს. სანანტონიოელებმა ქართველი ფორვარდი 2004 წლის დრაფტზე54–ე ნომრად აიყვანეს, თუმცა მისი გუნდში აყვანა არ ისურვეს.
 
სანაცვლოდ ამერიკიდანაც მოდიან ევროპაში: “ბოსტონ სელტიქსი” 5 ოქტომბერს სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ესტუმრება, ხოლო 7-ში – მილანის “ემპორიო არმანის”. რაც შეეხება “მავერიქსს”, დალასელები 6 ოქტომბერს ბერლინში “ალბას” ეთამაშებიან, ხოლო 9-ში კატალონიაში, ადგილობრივ “ბარელონას”.
 
საგამოფენო მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას ნბა–ში მოთამაშე ქართველებიც. ატლანტელი ზაზა ფაჩულია და ბრუკლინელი თორნიკე შენგელია.