“სარაგოსას” მარცხი ევროთსის გათამაშებაში. ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა ესპანურ გუნდს საფრანგეთში ვერ უშველეს. სარაგოსელებმა “გრაველინთან” შეხვედრა 67:85 წააგეს. აღსანიშნავია, რომ ქართველების გუნდი ბოლომეოთხედის წინ 7 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში 5:30 წააგო და შეხვედრაც დიდი სხვაობით დათმო.
ქართველები სასტარტო ხუთეულში იყვნენ. სანიკიძემ შერმადინზე მეტი – 24,23 წუთი ითამაშა და თავი 9 ქულას, 8 მოხსნას, 1პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა. ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო. სარაგოსელთაგან შედეგიანობით პერე ტომასის შემდეგ სანიკიძე იყო.
შერმადინი შედარებით მოკრძალებულად გაისარჯა. 20 წუთში გიორგიმ 5 ქულა, 5 მოხსნა და თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანიდა 2-დან 1საჯარიმო ჩააგდო.
მომდევნო ტურში, 20 ნოემბერს, “სარაგოსა” სტუმრად ბეგიურ “მონსს” შეხვდება.
დ ჯგუფი
მ
წ
ბურთების
შეფარდება
+/-
გრაველინი
3
1
283
257
26
ალბა
3
1
298
277
21
სარაგოსა
2
2
319
303
16
ვირტუსი
2
2
310
296
14
ტელეკომი
2
2
313
327
-14
მონსი
0
4
247
310
-63