სანიკიძემ გამარჯვებულ ბოლონიელებს 16 ქულა შეაშველა

სანიკიძემ გამარჯვებულ ბოლონიელებს 16 ქულა შეაშველა

ვიქტორ სანიკიძის ორმაგი დუბლების სერია მეხუთე მატჩში შეწყდა. ქართველმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში კარგად ითამაშა, თუმცა ორმაგი დუბლების სასიამო ტრადიცია ვერ გააგრძელა. რაც მთავარია, მისმა გუნდმა გაიმარჯვა, რაშიც სანიკიძემ სოლიდური წვლილი შეიტანა.
„კანადიან სოლარი“ ბოლონაში“ „ვენეციას“ მასპინძლობდა და მეტოქე ზედმეტი გართულებების გარეშე – 88:80 დაამარცხა. სანიკიძე ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ ხნის მანძილზე ვიქტორმა 3–დან 3 ორქულიანი, 3–დან 1 სამიანი და 10–დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, სანიკიძემ 16 ქულა დააგროვა, რასაც 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ვიქტორმა ბურთი სამჯერ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი მეტოქეები 6–ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა შორის საუკეთესო შედეგი ჯუზეპე პოეტამ აჩვენა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა, ანჯელო ჯიგლიმ კი ქართველი ფორვარდის დარად 16 ქულა მოაგროვა. „კანადიან სოლარს“ 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურში, 27 დეკემბერს, „კანადიან სოლარი“ „ბენეტონს“ უმასპინძლებს.