ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ იტალიის მოქმედი ჩემპიონი და რეგულარულის მომგები „სიენა“ 74:68 დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 1:2. ჩვენთვის კი ისაა სასიხარულო, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ კარგად ითამაშა და ბოლონიელების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
სანიკიძ ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა თავისიანთა შორის ყველაზე მეტი – 12 მოხსნა მიითვალა. სანიკიძე საკუთარი ფარის ქვეშ ბატონობდა და მთლიანიბაში 11 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა. ვიქტორმა 7–დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი და 3 საჯარიმო კი ააცილა. მას საბოლოოდ 6 ქულა დაუგროვდა, რასაც თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოაყოლა.
სერიის მომდევნო მატჩიც ბოლონიაში, 25 მაისს გაიმართება და თუკი „კანადიან სოლარი“ იმარჯვებს, მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა სიენაში ჩატარდება.