სანიკიძემ პოლონურ ტრიუმფში ფრთები ვერ გაშალა

სანიკიძემ პოლონურ ტრიუმფში ფრთები ვერ გაშალა

ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ ნავსი გატეხა და ისეთი თამაში უჩვენა, როგორსაც ამ გუნდისგან ელიან. სიენელებმა პოლონეთში „პროკომი“ 101:66 გაანადგურეს, რითაც ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდნენ. ამ ბრწყინვალე გამარჯვების მოზიარე იყო ვიქტორ სანიკიძეც, რომელმაც სასტარტო ხუთეულში, თუმცა წინა მატჩებთან შედარებით, ინერტულად ითამაშა.
 
სანიკიძემ მოედანზე 15,21 წუთი გაატარა და მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია. ქართველმა ფორვარდმა უჩვეულოდ ცოტა – 2 მოხსნა მიითვალა და ბურთი სამჯერ დაკარგა. ერთი სიტყვით, სანიკიძემ სეზონის ყველაზე სუსუტი მატჩი ჩაატარა. სიენელთაგან შეუჩერებელი იყო ბობი ბრაუნი, რომელმაც 27 წუთში 27 ქულა მოაგროვა. 10-ქულიან ზღვარს უწიეს მეტიუ ჯენინგმა (16), დევიდ მოსმა (16), კრისტიან კანგურმა (12), ტომას რესმა (10) და დენიელ ჰეკეტმაც (10).
 

„სიენამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. სანიკიძის გუნდს თავისუფლად შეუძლია ის გუნდებს შორის მოხვდეს, რომლებიც ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ. მომდევნო ტურში, 15 ნოემბერს, სიენელები ბერლინში „ალბას“ ესტუმრებიან, სადაც ამ ტურში გამარჯვებას მიაღწია გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“. ებრაული გუნდი ხუთიდან 5 გაარჯვებით B ჯგუფს ლიდერობს. თელავიველები მორიგ ტურში ესპანურ „უნიკახას“ დაუპირისპირდებიან.
 
 

 
A ჯგუფი
პანათინაიკოსი – ხიმკი 67:79, ოლიმპია – რეალი 76:89
B ჯგუფი
პროკომი – სიენა 66:101

მაკაბი

5

0

416

347

69
უნიკახა

4

1

403

389

14
სიენა

2

3

433

409

24
ალბა

2

3

370

375

-5
შალონი

1

4

381

419

-38
პროკომი

1

4

354

418

-64 
C ჯგუფი
ცედევიტა – კახა ლაბორალი 76:69, ეფესი – ჟალგირისი 64:77
D ჯგუფი
ლიეტუვოს რიტასი – ბეშიქთაში 67:73, პარტიზანი – ბამბერგი 72:77