სანიკიძემ “სიენას” “ოლიმპიაკოსთან” 12 ქულა მიაშველა

სანიკიძემ “სიენას” “ოლიმპიაკოსთან” 12 ქულა მიაშველა

ვიქტორ სანიკიძემ თავის ახალ გუნდ „სიენაში“ მეორე მატჩი ჩაატარა და ცხადყო, რომ კლუბის ხელმძღვანელები არჩევანში არ შემცდარან. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ათენის „ოლიმპიაკოსთან“ გამართულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
 
 
 
მატჩი ქალაქ კალიარის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩატარდა. ერთი დღით ადრე სანიკიძემ ამავე ტურნირზე ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ ითამაშა და 7 ქულა მოინაგრა. ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ „ოლიმპიაკოსთან“ კი ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა ჩააგდო და 2 ქულით ჩამორჩა სიენელთა ბომბარდირ მარკუს ბრაუნს.
 
რაც შეეხება მატჩს, „სიენა“ მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა და საბოლოოდ შეხვედრა 4 ქულის სხვაობით – 67:71 დათმო. მორიგი მატჩი სიენელებს იტალიის სუპერთასზე უწევთ. სანიკიძის გუნდი მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ დსაუპირისპირდება.