სანიკიძის 16 ქულა, 15 მოხსნა და სიენაში დამარცხებული ლიგის ლიდერი

სანიკიძის 16 ქულა, 15 მოხსნა და სიენაში დამარცხებული ლიგის ლიდერი

ვიქტორ სანიკიის დიდებული თამაშის წყალობით ბოლონიურმა „კანადიან სოლარმა“ სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერი სიენა სტუმრად დაამარცხა. ბოლონიელებმა სიენელებს უკვე მეორედ მოუგეს მიმდინარე სეზონში. პირველ წრეში სანიკიძის 10 ქულისა და 19 მოხსნის წყალობით „კანადიან სოლარმა“ 75:71 დაამარცხა მრისხანე მეტოქე, ახლა კი, რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში 78:69 აჯობა.

სანიკიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის ანგარიშზე 16 ქულა და 15 მოხსნაა. ქართველი ფორვარდი შეუჩერებელი იყო. მოედანზე გატარებულ 34 წუთში სანიკიძემ 4-დან 4 ორულიანი, 4-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასა და 15 მოხსნასთან ერთად ვიქტორს 3 დაფარება და 1 პასიც ჰქონდა, ბურთი კი არც ერთხელ არ დაუკარგავს. ეს სანიკიძის მე-12 ორმაგი დუბლი იყო მიმდინარე სეზონში.
ქარველი ფორვარდი ყველა მოთამაშეზე ერთი თავით მაღლა იდგა. მისმა ეფექტურობის კოეფიციენტმა 34 შეადგინა, როცა მაშ შემდეგ საუკეთესო შედეგი (17) მის თანაგუნდელ პეტერი კოპონენსა და სიენელ კჟიშტოფ ლავრინოვიჩს ჰქონდა. აქვე ავღნიშნავთ, რომ სანიკიძის 34 ქულა მთელს ტურში მეორე საუკეთესო შედეგია. ქართველ ფორვარდზე ერთით მეტი (35) მარგი ქმედების კოეფიციენტი “აველინოს” ამერიკელ ლეგიონერ ლინტონ ჯონსონს ჰქონდა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ დამარცხებული მეტოქისა და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ტურის საუკეთესო მოთამასედ სწორედ სანიკიძე დაასახელონ.
ამავე ტურში იმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“, რომელმაც „მონტეგრანაროს“ შანსი არ დაუტოვა – 81:63. მარკოიშვილმა 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ამდენივე პასი მიითვალა, გიორგი შერმადინს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.
21 მოგებითა და 10 მარცხით “კანტუ“ მეორე ადგილზე რჩება. 19 მოგება და 12 მარცხი აქვს სანიკიძის გუნდს, რომელიც „სკავოლინისთან“ და „სასარისთან“ ერთად IV-VI ადგილებს იყოფს.
1.         სიენა              46        23       8
2.         კანტუ             42        21       10
3.         არმანი           42        21       10
4.         სასარი           38        19       12
5.         სკავოლინი     38       19       12
6.         კ. სოლარი     38       19       12
7.         ვენეცია           34       17       14
8.         ვარეზე             32       16       15
9.         აველინო         28       14       17
10.       ბიელა             26       13       18
11.       ბენეტონი        26       13       18
12.       ვანოლი          26       13       18
13.       რომა               26       13       19
14.       ტერამო          24       12       19
15.       ფაბი                24       12       19
16.       კასერტა          24       12       19
17.       მონფერატო   14       7         24