სანიკიძის 6 ქულა და 5 მოხსნა აველინოსთან

სანიკიძის 6 ქულა და 5 მოხსნა აველინოსთან

იტალიის ჩემპიონატის გასული ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს გაიმართა და მასში ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და „აველინო“ დაუპირისპირდნენ. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში შედგა, რომელიც სიენელებმა მხოლოდ 5 ქულით მოიგეს. მეორე ტაიმში სანიკიძის გუნდი დომინირებდა და საბოლოოდ სოლიდური გამარჯვებაც მოიპოვა – 101:65.
სანიკიძე სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი გაატარა. 20 წუთში ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ვიქტორმა 4–დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
სანიკიძემ ექვსივე ქულა მესამე მეოთხედში მოაგროვა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში გადაწყდა შეხვედრის ბედი, რომელიც „სიენამ“ 31:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 22 ქულის დაწინაურდა. ვიქტორი მესამე პერიდში მოედანზე სრული 10 წუთი გაატარა და მეტოქის გატეხვაშ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„აველინოს“ ძლევის შემდეგ სიენელებს 8 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდათ და ამ შედეგით მეორე ადგილზე არიან. მომდევნო ტურში, 10 დეკემბერს, სანიკიძის გუნდი „ვანოლის“ უმასპინძლებს.