სანიკიძის 6 ქულა და 6 მოხსნა რუსეთში ხიმკისთან

სანიკიძის 6 ქულა და 6 მოხსნა რუსეთში ხიმკისთან

ვიქტორ სანიკიძემ მოსკოვში, „ხიმკისთან“ დაპირისპირებაში 6 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, მისმა „სიენამ“ კი ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი 71:78 წააგო. მიუხედავად დამარცხებისა, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ევროლიგის ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება და მეოთხედფინალში გასვლის რეალურ სანსსაც ინარჩუნებს.
 
ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სიენელთა შორის საუკეთესო შედეგი ბობი ბრაუნმა დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა და 5 პასი მოაგროვა. 12 ქულა ჰქონდა კრისტიან კანგურს, ხოლო ავსტრიელმა ბენჟამინ ორტნერმა 11 მოაგროვა. გამარჯვებულებს 19 ქულით კელვინ რივერსმა ულიდერა, 18 ქულა ჰქონდა პოლ დევისს.
 
7 მოგებითა და 3 წაგებით „სიენა“ მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო პირველზე 10 მატჩიდან 9 გამარჯვეით „ბარსელონაა“. მომდევნო ტურში ევროლიგაში ქართული დერბია: სანიკიძის „სიენა“ გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს. მატჩი 14 მარტს გაიმართება.