სანიკიძის გუნდი ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

სანიკიძის გუნდი ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. ჩემპიონობამდე კიდევ 2 მოგება დარჩა, თუმცა სიენელებმა პირველობისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგეს – მით უფრო, რომ სანიკიძის გუნდს მოედნის უპირატესობა გააჩნია.
 
სერიის მესამე მატჩი დაძაბული გამოდგა, რომლის ბოლოსაც სიენელებმა იძალეს და 89:81 გაიმარჯვეს. სანიკიძემ 10 წუთი ითამაშა და თავი 4 ქულას და ამდენივე მოხსნას მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სიენელთა ბომბარდირი 23 ქულით ბობი ბრაუნი გახდა, დანიელ ჰაკეტიმ კი თავი 17 ქულით და 8 პასით გამოიჩინა.
 
ფინალური სერიის მორიგ ი, მე-4 მატჩი 17 ივნისს რომში ჩაარდება.