სანიკიძის გუნდმა სერია A-ს პლეი ოფი მარცხით დაიწყო

სანიკიძის გუნდმა სერია A-ს პლეი ოფი მარცხით დაიწყო

წაგებით დაიწყო პლეი ოფი ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“. მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში ბოლონიური კლუბი სტუმრად ნიკა მეტრეველის „დინამო სასარის“ სეხვდა და 72:81 დამარცხდა. სეგახსენებთ, რომ ამ გუნდებმა იტალიის სერია „ა“-ს რეგულარულ ჩემპიონატში IV-V ადგილები დაიკავეს და რაკი წინ დინამოელები იყვნენ, მოედნის უპირატესობაც მათია.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და საწყისი 3 მეოთხედის შემდეგ დინამოელებმა 14-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. ბოლო ათწუთეული კი მოიგო სანიკიძის გუნდმა, მაგრამ არა იმხელა სხვაობით, რომ სბოლოო წარმატებისთვის მიეღწია. საბოლოოდ, „სასარმა“ იმარჯვა და სერიაში, რომელიც სამ გამარჯვებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა.
ნიკა მეტრეველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, სანიკიძემ კი სასტარტო შემადგენლობაში, 31 წუთს ითამაშა და მატჩში ყველაზე მეტი – 12 მოხსნა დააგროვა. თუმცა სხვა კომპონენტებში ვერ გამოიჩინა თავი ქართვემა. სანიკიძემ 6 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. ვიქტორმა 12 მოხსნისა და 2 ქულის გარდა თითო პას-დაფარება მიითვალა.
 სერიის მეორე მატჩს, რომელიც 19 მაისს გაიმართება, კვლავ დინამოელები უმასპინძლებენ.