სანიკიძის სიენა მილანთან სერიაში 0:2 ჩამორჩა

სანიკიძის სიენა მილანთან სერიაში 0:2 ჩამორჩა

ვიქტორ სანიკიძის და მისი გუნდის საქმეები ვერ მიდის ისე, როგორც ქართველი ქომაგი ისურვებდა. სიენელებმა იტალიის სერია „ა“-ს მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც წააგეს, ხოლო ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა.
 
თუკი სერიის პირველ მატჩში სიენელები „ემპორიო არმანისთან“ უშანსოდ დამარცხდა, სანიკიძის გუნდმა ამჯერად მილანში ბოლომდე იბრძოლა, მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და იქ დამარცხდა – 79:81.
 

 
სიენელთაგან სამმა კალათბურთელმა კრისტიან კანგურმა და ბობი ბრაუნმა და დანიელ ჰაკეტმა 18-18 ქულა მოაგროვეს, ხოლო მილანელებს 18 ქულით ალესანდრო ჯენტილემ ულიდერა. სანიკიძე მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა და 2 მოხსნას დასჯერდა.
 
ეხლა სერია, რომელიც 4 მოგებამდე გრძელდება, სიენაში გადაინაცვლებს, სადაც მატჩები 14 და 16 მაისს გაიმართება.