სანიკიძის “სიენა”: ზედიზედ მეოთხე მარცხი

სანიკიძის “სიენა”: ზედიზედ მეოთხე მარცხი

ვიქტორ სანიკიკძი გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. სიენელებმა ამერიკაში, ნბა-ს გუნდებთან საგამოფენო მატჩები წააგეს, შემდეგ ევროლიგის პირველ ტურში შინ გერმანულ „ალბასთან“ დათმეს შეხვედრა, ბოლოს კი სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრაშიც დამარცხდნენ.
 
ვიქტორ სანიკიძემ ჩვეულად კარგად ვერ ითამაშა. მეორე მატჩია, მას მწვრთნელი 20 წუთზე მეტს არ ათამაშებს. „ვარეზესთან“ ქართველმა ფორვარდმა 18 წუთი ითამაშა, თუმცა ეს დრო მხოლოდ პირველ და მესამე მეოთხედებზე მოდის – მეორე და მეოთხე ათწუთეულებში სანიკიძე მოედანზე არ გამოჩენილა.
 

 
სანიკიძემ 18 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოინაგრა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა. ქართველმა ცენტრმა 1 სამქულიანი ააცილა, 2 ორიანიდან კი 1 ჩააგდო. სიენელთაგან საუკეთესო დანიელ ჰაკეტი იყო 20 ქულით, მარიო კაშუნმა კი 16 დააგროვა. ეს გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა და იტალიის საუკეთესო გუნდმა სტუმრად „ვარეზესთად“ 67:76 წააგო.
 
სიენელებს მომდევნო მატჩი ევროლიგაში სტუმრად თელ ავივის „მაკაბისთან“ ელით. იტალიის ჩემპიონატში კი 21 ოქტომბერს „სიენა“ „სკავოლინის“ უმასპინძლებს.