სანიკიძის სიენამ ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

სანიკიძის სიენამ ევროლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

იტალიური „სიენას“ პირველი გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაში. სამი სასტარტო წაგების შემდეგ ვიქტორ სანიკიძის „გუნდმა“ შინ ფრანგული „შალონი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულის სხვაობით – 93:90 დაამარცხა.
იტალირმა გრანდმა შეხვედრა უხეიროდ დაიწყო და სასტარტო ათწუთეული 23:30 დათმო. მართალია, შემდეგ მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედის წინ მაინც აგებდნენ – 73:75. ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა, რომელიც სიენელებმა 5 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც სანიკიძის გუნდს დარჩა.
ქართველი ფორვარდი ლიმიტირებული იყო დროში. სანიკიძემ 17 წუთი ითამაშა და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული. ვიქტორმა ფრანგების კალათს თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, ისიც უხეიროდ შეუტია, ხოლო ამ მატჩში მოგროვებული 4 ქულა, საჯარიმო ხაზიდან მოინაგრა. სანიკიძემ 4 ცდიდან ყველა საჯარიმო სროლა გამოიყენა.
4 ქულასთნ ერთად ვიქტორს 3 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. სიენელებს ბობი ბრაუნმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა მოაგროვა და მე–4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბრაუნთან ერთად იტალიურ გუნდში 10–ქულიანი ზღვარი მხოლოდ დევიდ მოსმა (12) დაძლია. შალონელთა ლიდერი კი „ატლანტაში“ ზაზა ფაჩულიას ყოფილი თანაგუნდელი შელდენ უილიამსი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა და 13 მოხსნა მოინაგრა.
ამ გამარჯვებით სიენელებმა ცხრილში საქმე გამოისწორეს. სამ გუნდს ერთნაირი შედეგი – 1 მოგება და 3 წაგება აქვთ, ბურთების შეფარდებით კი სანიკიძის გუნდი მე–4ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „სიენას“ პოლონეთში გასვლა ელის, სადაც 9 ნოემბერს „პროკომს“ შეხვდება.
B ჯგუფი
მაკაბი             4          0          338      271      67
უნიკახა          3          1          315      311      4
ალბა               2          2          294      297      -3
სიენა               1          3          332      343      -11
შალონი           1          3          303      331      -28
პროკომი         1          3          288      317      -29