სანიკიძის სიენამ მეოთხედფინალური სერია გაათანაბრა

სანიკიძის სიენამ მეოთხედფინალური სერია გაათანაბრა

ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის სერია „ა“-ს მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. საწყისი გასვლითი 2 წაგების შემდეგ სიენელებმა სერიის მე-3 და მე-4 შეხვედრები მოიგეს. ბოლო მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მასში სიენელებმა 22 დაამარცხეს  მილანის „ემპორიო არმანი“ , რის შემდეგაც სერიაში საერთო ანგარიში 2:2 გახდა.
 
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 11 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც 4 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. სანიკიძემ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სიენელთანგან 17 ქულით ბომბარდირი ბობი ბრაუნი გახდა, ხოლო ბენჯამინ ეზემ 13 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.
 
მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გავა, ორმელიც სერიაში 4 გამარჯვებას მოიპოვებს. სერიის მე-5 მატჩი 18 მაისს მილანში გაიმართება.