სანიკიძის სიენამ მოგების გემო გაიხსენა

სანიკიძის სიენამ მოგების გემო გაიხსენა

ევროლიგასა და იტალიის ჩემპიონატში განცდილი მარცხების შემდეგ, ვიქტორ სანიკიძის გუნდმა გამარჯვებას მიაღწია. სერია „ა“-ს მორიგ ტურში „სიენამ“ „კანტუს“ უმასპინძლა და 73:66 დაამარცხა.
 
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 2 ქულას დასჯერდა. სანიკიძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად სანიკიძემ 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. სიენელებს 24 ქულით ბო მაკალებმა ულიდერა.
 
„სიენას“ 25 მოგების წილ 9 წაგება აქვს და სერია „ა“-ს ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 1 თებერვალს, სანიკიძის გუნდი სტუმრად „აველინოს“ დაუპირისპირდება.