სანიკიძის სიენამ ფინალური სერია რომში გამარჯვებით გახსნა

სანიკიძის სიენამ ფინალური სერია რომში გამარჯვებით გახსნა

ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა, რითაც მეტოქე „აცეა რომას“ მოედნის უპირატესობა აართვა. სიენელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოოდ 9 ქულის სხვაობით – 85:76 გაიმარჯვეს.
 
ქართველი ფორვარდი, რომელმაც ნახევარფინალური სერიის წინა მატჩებში უმნიშვნელო დროით ითამაშა, ამჯერად 18 წუთით დასაქმდა. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული. საქართველოს ნაკრების წევრმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო თითო სამიანი და საჯარიმო კი ააცილა. სანიკიძის ანგარიშზე 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო.
 

 
„სიენას“ ტრადიციულად სამმა კალათბურთელმა – დევიდ მოსმა (20 ქულა), დანიელ ჰაკეტიმ (18 ქულა, 10 პასი) და ბობი ბრაუნმა (17 ქულა) ულიდერა. რომაელთაგან 17 ქულით საუკეთესო იყო განი ლავალი, ფილ გოსმა კი თავისიანებს 16 ქულა შესძინა.
 
4 მოგებამდე მიმდინარე ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა ისევ რომში, 13 ივნისს გაიმართება.