სანიკიძის თანაგუნდელი გუნდიდან მწვრთნელის ცემის გამო გააგდეს

სანიკიძის თანაგუნდელი გუნდიდან მწვრთნელის ცემის გამო გააგდეს

ვიქტორ სანიკიძის თანაგუნდელი და ფორვარდის პოზიციაზე ქართველი ლეგიონერის კონკურენტი ჯარედ ჰომანი გუნდიდან გააგდეს. იტალიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ბოლონიურ „კანადიან სოლარში“ ინციდენტი მოხდა, რომლის ინიციატორიც სწორედ ჰომანი გახლდათ. ვარჯიშის დროს ბულგარული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი მთავარ მწვრთნელს წაეკიდა, დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ კალათბურთელი ხელით შეეხო  ბოლონიელთა თავკაცს.
 

 
როცა ჩხუბი დაიწყო, კალათბურთელსა და მწვრთნელს შორის გუნდის დანარჩენი წევრები ჩადგნენ, თუმცა ჰომანს უკვე გაეკეთებინა საკუთარი ბინძური საქმე – მთავარ მწვრთნელ ალესანდრო ფინელის სახე სისხლიანი ჰქონდა. ის საღამო იყო და კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჯარედ ჰომანი „კანადიან სოლარის“ წევრი აღარ არის.
 
ჰომანი ვერ გადაარჩინა ვერც იმან, რომ გუნდის ერთ–ერთი ლიდრია და ერთადერთია, ვისაც საშუალოდ მატჩში ორმაგ დუბლს ასრულებს. ბოლო შეხვედრაში „ვანოლისთან ჰომანმა 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო 4 ტურის შემდეგ მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა: 15,8 ქულა და 10 მოხსნა. ჯარედ ჰომანი 208 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, სანიკიძე კი მსუბუქი ფორვარდი იყო, თუმცა ყველად ვიცით, რომ ვიქტორს ორივე ამ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში. ერთი სიტყვით, სანიკიძის გუნდიდან ძირითადი ხუთეული ფორვარდი გააგდეს, რაც ქართველი ფორვარდისსათამაშო დროზე გავლენას უთუოდ იქონიებს.