სანიკიძის ტრავმა და ექიმების ვარაუდი: 2 კვირა

სანიკიძის ტრავმა და ექიმების ვარაუდი: 2 კვირა

ვიქტორ სანიკიძე ტრავმირებულია და ექიმების ვარაუდით, ორკვირიანი დასვენება მოუწევს. იტალიელი მედიკოსები ქართველ ფორვარდს კომპიუტერულ ტომოგრაფიას უახოეს საათებში გადაუღებენ და შემდეგ უკვე ზუსტად განსაზღვრავენ, თუ რამდენი ხანი დასჭირდება სარეაბილიტაციოდ.
სანიკიძემ ტრავმა შაბათს, ვარჯიშზე მიიღო. მან თანაგუნდელ დეივიდას გაილიუსს ფეხზე დააბიჯა და კოჭი ამოიბრუნა. წინასწარი დათვალიერებით, ექიმები კოჭის დისლოკაციაზე საუბრობენ, სანიკიძე კი ყავარჯნებით გადაადგილდება.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, ქართველი ფორვარდი გუნდს სავარაუდოდ 20 მარტისთვის დაუბრუნდება და შესაძლოა, 2 ტურის შემდეგ, „სასარის“ წინააღმდეგ შეძლოს თამაში. აქვე გეტყვით, რომ იტალიის ჩემპიონატის დღეს გამართულ ტურში სანიკიძის გარეშე დარჩენილმა „კანადიან სოლარმა“ „ვარეზესთან“ სტუმრად 23 ქულის სხვაობით – 63:86 წააგო.