სანიკიძისა და შერმადინის გუნდების მარცხიანი ტური ევროლიგაში

სანიკიძისა და შერმადინის გუნდების მარცხიანი ტური ევროლიგაში

ევროლიგაში ქართველების გუნდებს წარუმატებელი დღე ჰქონდათ, რაც, შესაძლოა, რომელიმე მათგანს პლეი ოფს მიღმა დარჩენად დაუჯდეს. ვიქტორ სანიკიძის გუნდმა აუტსაიდერთან წააგო, გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“ კი შინაურ კედლებში განიცადა მარცხი.შედეგად, ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე ორივე მათგანს დაემუქრა.
 
სიენელებმა ისეთ გუნდთან წააგეს, რომელსაც მეორე ჯგუფურ ეტაზე 11-დან ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა. სანიკიძის გუნდმა სტამბოლში, ადგილობრივი „ბეშიქთაშის“ დამარცხება ვერ შეძლო. მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ძირითადად მცირედით სტუმრები იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი სტამბოლელებმა 24:17 მოიგეს და საბოლოო გამარჯვება“ბეშიქთაშს“ დარჩა – 72:70.
 

 
ქართველმა ფორვარდმა 20 წუთი ითამაშა და თავი 2 ქულას, 3 მოხსნას, 2 პასს და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სანიკიძემ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სიენელებს ვერ უშველა ბობი ბრაუნმა, რომელმაც 19 ქულა და 8 პასი მიითვალა.
 
„სიენამ“ მეორე ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით დაიწყო, თუმცა ახლა სანიკიძის გუნდს 7 მოგება და 5 წაგება აქვს. დარჩენილ 2 ტურში სიენელებს მინიმუმ 1 გამარჯვება სჭირდებათ, საუკეთესო 4-ეულში რომ მოხვდნენ. მომდევნო მატჩს „სიენა“ 29 მარტს შინ, ჯგუფის ლიდერ „ბარსელონასთან“ გამართავს.
 
თუკი  „სიენამ“ შეხვედრასტუმრად დათმო, შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“ შინ „მაკაბის“ ვერაფერი მოუხერხა – 67:73. პირეოსელები ცხრილში მათზე დაბლა მყოფი გუნდისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 21:13 მოიგეს, მეორეს შემდეგ კი უკვე 18 ქულით ლიდერობდნენ.
 

 
მეორე და მესამე ათწუთეულები“ოლიმპიაკოსმა“ კი მოიგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვეღარ შეძლო. გიორგი შერმადინმა 15,27 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნადა თითი ჩაჭრა-დაფარება მიითალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
 
მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 4 გუნდს – „ხიმკის“, „სიენას“, „ოლიმპიაკოსს“ და მაკაბის ერთნაირიქულები აქვთ და ცხრილში II-V ადგილებს იყოფენ. პლეი ოფში კი საუკეთესო 4 გუნდი გადის. მომდევნო მატჩს „ოლიმპიაკოსი“ 29 მარტს სტუმრად, „ფენერბაჰჩესთან“ გამართავს.