საფესტივალო ფინალი” “ჰიუნდაი” VS “რუსთავი”

საფესტივალო ფინალი” “ჰიუნდაი” VS “რუსთავი”

ხვალ, 13 ივნისს,  2001 წელს დაბადებულთა ფესტივალის ჩემპიონი გამოვლინდება. ერთმანეთის პირისპირ „ჰიუნდაი“ და „რუსთავი“ წარსდგებიან. ამ გუნდებმა დაუმარცხებლად განვლეს ფინალამე გზა და საჩემპიონო მატჩში მონაწილეობის უფლებაც დამსახურებულად მოიპოვეს.
ფინალში გასვლა არც ერთი გუნდისთვის იოლი არ ყოფილა. „ჰიუნდაის“ გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია მიშა ზურაბიშვილის წინამძღოლობით მომართულმა „აკადემიამ“. პირველი მეოთხედის ფრედ დამთავრების შემდეგ მეორე პერიოდი ჰიუნდაელებმა 10:0 მოიგეს და თითქოს მოწინააღმდეგეც წელში გატეხეს, თუმცა ზურაბაშვილის აქტიურობით „აკადემია“ ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდა, თუმცა…
მეორე ნახევარფინალში რუსთაველებმა 7 ქულის სხვაობით – 31:24 დაამარცხეს „ორბი“.  ქვემოქართლელებს ლევან პერტაიამ ულიდერა, რომელიც 16 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე რუსთაველები მხოლოდ 2 ქულით იგებდნენ, თუმცა „ორბმა“ ვერ მოახერხა გადამწყვეტი იერიშის დაგვირგვინება და ფინალში ქვემოქართლური გუნდი გავიდა.
ფინალური მატჩი ხვალ, 13 ივნისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, მანამდე კი, 14 საათზე მესამე ადგილისთვის მატჩი შედგება.

ბადრი კიკვიძის გაწვრთნილი “რუსთავი” ფინალში გავიდა
2001 წელს დაბადებულთა ფესტივალი მინი კალათბურთში. ნახევარფინალები. 12 ივნისი
 
ჰიუნდაი – აკადემია – 32:28 (8:8; 10:0; 8:14; 6:6;)
ჰიუნდაი – ბ.ფეიქრიშვილი – 16ქ. დ.ქავთარაძე -13ქ.
აკადემია –  მ. ზურაბაშვილი – 27ქ.
 
რუსთავი – ორბი 31:24 (3:4; 10:3; 7:11; 11:6)
რუსთავი – ლ. პერტაია 14ქ.  გ.ტაბაღუა – 12ქ.
ორბი – გ.გორგაძე – 9ქ.
ფინლი. 13 ივნისი
ჰიუნდაი – რუსთავი