საქართველოს ნაკრები ავსტრიაშია და საღამოს Schwechat არენაზე ივარჯიშებს

საქართველოს ნაკრები ავსტრიაშია და საღამოს Schwechat არენაზე ივარჯიშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩარტერული რეისი ავსტრიის დედაქალაქში ადგილობრივი დროით 10:30 წუთზე დაეშვა. ილიას ზუროსის გუნდს ვენის აეროპორტში ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და რა თქმა უნდა, ავსტრიის კალათბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ავტობუსი დახვდა. საქართველოს დელეგაცია აეროპორტიდან 20 წუთის სავალზე მდებარე სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” დაბინავდა და მწვრთნელმა საღამოს ექვსი საათისთვის ვარჯიში დანიშნა.

კალათბურთელები მგზავრობით გადაღლილნი არ არიან. გუნდი ავსტრიაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩი 23 თებერვალს, ვენის Schwechat არენაზე, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაიმართება, ხოლო 25-ში ზუროსის გუნდს უკვე თბილისში, გერმანიის ეროვნულ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება.