საქართველოს ნაკრები Dyo Aorakia არენაზეა და ბერძნებთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები Dyo Aorakia არენაზეა და ბერძნებთან მატჩისთვის ემზადება

ქართველი კალათბურთელები Dyo Aorakia არენაზე არიან, სადაც ზუსტად 30 წუთში, 22:30 საათზე დაიწყება საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურის მატჩი. ილიას ზუროსი ტრადიციულად ტაქტიკის დიაგრამებს არჩევს, მოთამაშეები – ხურდებიან, რომლებსაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტები და ფიზმომზადების მწვრთნელი ეხმარებიან.

დარბაზში ხალხი მატულობს, თუმცა 5 ათასიანი დარბაზი ჯერჯერობით მესამედითაა შევსებული. როგორც ვარაუდობენ, მაყურებელი 3000-ს არ გადააჭარბებს.