საქართველო ბელგიაშია და ხვალისთვის ემზადება

საქართველო ბელგიაშია და ხვალისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ, ღამის 4 საათზე გაემგზავრა ბელგიაში, სადაც, ქალაქ ანტვერპენში 5 აგვისტოს მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. ბელგიელებისთვის ეს იქნება პირველი მატჩი ამ შესარჩევ ტურნირში, რადგან ისინი ჩვენი ჯგუფის პირველ ტურში ისვენებდნენ.
საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ივარჯიშებს ანტვერპენის „ლოტო არენაზე, სადაც ხვალ, თბილისის დროით 22:15 ბელგიელთა და ქართველთა მატჩია დანიშნული. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ