საქართველო ჩემპიონია: კოკოშკოვის გუნდი ჰოლანდიიდან თასით ბრუნდება

საქართველო ჩემპიონია: კოკოშკოვის გუნდი ჰოლანდიიდან თასით ბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალმერის საერთაშორისო ტურნირის – „Euro Jam Countdown 2011”-ის გამარჯვებული გახდა. ოთხთა ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძელი ჰოლანდია ისრელს შეხვდა და 80:70  დაამარცხა. შესაბამისად, საბოლოო ცხრილმაც ასეთი სახე მიიღო:
 
საქართველო           3          2          1      236:203       5
ჰოლანდია                3          2          1      227:210       5
ვილანოვა                 3          1           2     209:252       4
ისრაელი                   3          1           2     237:244       4

 
საქართველომ და ჰოლანდიამ ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდმა მასპინძლებს ჩაგდებულ-მიღებული ბურთების საერთო შეფარდებითაც აჯობა და პირად შეხვედრაშიც 77:72 სძლია. ასე და ამგვარად, ჩვენი ნაკრები ალმერის ოთხთა ტურნირის გამარჯვებულია, რომელშიც საქართველოსთან და ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ „ვილანოვასთან“ ერთად  ჰოლანდიისა და ისრაელის ეროვნული ნაკრებებიც გამოდიოდნენ.
 
„ჰოლანდია-ისრელის მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. როგორც გამარჯვებულ გუნდს, ტურნირის ორგანიზატორებმა სპეციალური თასი გადმოგვცეს, რომელიც თბილისში მოგვაქვს“ – განაცხადა ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.