საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო–ესპანეთის მატჩი 4 ივლისს, “თბილისი არენაში” (მის:უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით.
მაყურებლების ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.
გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 50 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი – 30, 35-40 და 50 ლარიანი ბილეთები.
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #WinForGeorgia
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge