საქართველო – ჰოლანდიის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

საქართველო – ჰოლანდიის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და წამყვანი მოთამაშეები დაესწრნენ
 

 
დევიდ იენსენი, ჰოლანდიელი კალათბურთელი:
 ვულოცავ საქართველოს გუნდს ამ გამარჯვებას და ევრობასკეტის საგზურის მოპოვებას. დარბაზში კარგი ატმოსფერო იყო და საქართველოს ნაკრებმა ჩინებული მატჩი ჩაატარა, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, შესარჩევი ეტაპით დიდი გამოცდილება მივიღეთ.
გიორგი  შერმადინი, საქართველოს ნაკრების წევრი:
მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს  გუნდს გამარჯვება.  მადლობა  ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენს ბიჭებსა და ჩვენს გულშემატკივრებს. მართალია, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია ამ მატჩს, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა დღევანდელი მოგება. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდია ვერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში, ვფიქრობ საკმაოდ ძლიერი  გუნდია. 
ვილემ იანსენი, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: 
უპირველესად მინდა აღვნიშნო საქართველოს პირველი ლედის, სანდრა  რულოვსის დასწრება დღევანდელ მატჩზე, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ფაქტი გახლდათ.  ვულოცავ საქარველოს ამ გამარჯვებას და ევრობასკეტის  ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას. ვიცოდით, რომ დღეს რთული მატჩი  იქნებოდა და საქართველო რევანშის აღებას შეეცდებოდა, რაც გამოუვიდა კიდეც.  მატჩში გადამწყვეტი მნიშვნელობა მესამე პერიოდს ჰქონდა, რომელიც ძალიან ცუდად ჩავატარეთ და ბევრი  ბურთი დავკარგეთ. მატჩის დასკვნით ნაწილში მცირე  შანსი გამოგვიჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი გამოყენება ვერ შევძელით. საქართველოს ნაკრები ძლიერი და კარგად დაბალანსებული გუნდია, ამასთანავე  საკმაოდ გამოცდილი და თავიდანვე მიიჩნეოდა ჯგუფის ფავორიტად, რაც გამართლდა  კიდეც -საქართველო დამსახურებულად გავიდა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე. 
იგორ  კოკოშკოვი, საქართვეკლოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
 ვიცოდით,  რომ რთული მატჩი იქნებოდა, ვინაიდან ჰოლანდილები თავიანთი მენტალიტეტიდან გამომდინარე ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. მოთამაშეების ტრავმების გამო მოგვიწია  ტაქტიკის შეცვლა.  თორნიკე შენგელიამ ფეხი იტკინა და მისი ჩანაცვლება მოგვწია. ვერ ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც. ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებიც მოედანზე მინიმუმ 30 წუთს ატარებენ.  რაც შეეხება თამაშს, ჩვენ ვთამაშობდით ზონაში და ამავდროულად ვაკონტოლებდით სიტუაციას პერიმეტრზე. პირველ ტაიმში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ჰოლანდია მებრძოლი გუნდია, რომელიც არასდროს ნებდება.  ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებისთვის წელს საკმაოდ რთული და დატვირთული ზაფხული იყო, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა ძალიან ძლიერად ითამაშეს და კარგად გამოიყურებოდნენ.  მათ მაქსიმუმი გაიღეს და ბოლომდე იბრძოლეს, რაც შედეგზეც აისახა და რითაც ყველანი კმაყოფილნი ვართ. ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეორედ მიემგზავრება ევრობასკეტზე, ამჯერად სლოვენიაში და ეს არის მოთამაშეების დიდი დამსახურებაა.  რთულია წინასწარ ლაპარაკი მომავალ ჩემპიონატზე, რადგან ყოველ წელს ახალი გუნდი იქმნება და ახლიდან ვიწყებთ ყველაფერს. ნაკრებში თავს იყრიან საუკეთესო კალათბურთელები,  მათგან შესაძლოა ყველამ ვერ გამოიჩინოს თავი, ეს უშუალოდ მოთამაშეების ტალანტსა და პოტენციაზეა დამოკიდებული, თუმცა მთავარი გამარჯვება და შედეგია, რასაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია კიდეც.