საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი მატჩი წააგო. სადებიუტო შეხვედრაში ლუქსემბურგის ძლევის შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდმა ინგლისთან დათმო.
პირველი მეოთხედი ინგლისელებმა 27:11 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 24 ქულამდე გახადეს – 45:21. მესამე მეოთხედი ქართველებმა დამაჯერებლად ჩაატარეს, მეტოქეს ათწუთეული 22:7 მოუგეს და ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირე. გადამწყვეტ პერიოდში კი კვლავ ინგლისელებმა იძალეს და საბოლოოდ 69:58 იმარჯვეს.
მომდევნო მატჩ საქარტელოს ნაკრები მასპინძელ მაკედონიასთან 31 ივლისს ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდელთა შორის. B დივიზიონი. ჯგუფური ეტაპი. 30 ივლისი.
ინგლისი 69:58 საქართველო
27-11, 18-10, 7-22, 17-15
1. ინგლისი 3 3/0 205/161 6
2. რუმინეთი 3 1/2 184/203 4
3. ლუქსემბურგი 2 1/1 145/143 3
4. საქართველო 2 1/1 128/136 3
5. მაკედონია 2 0/2 122/141 2