საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ თამაშში ჩვენი ნაკრები ისლანდიას „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება. თამაშზე დასასრები ბილეთების გაყიდვა, tkt.ge-ზე უკვე დაიწყო!
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე საათნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 18:30 საათიდან გაიხსნება.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
მაყურებელთა საყურადღებოდ:
პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 60 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი –35, 45 და 60 ლარიანი ბილეთები.
*ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #შექმენიისტორია #WinForGeorgia
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge