საქართველო-ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ისრაელის ნაკრებთან.  

თამაში 12 აგვისტოს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი) გაიმართება.

ბილეთების ფასი მეორე იარუსზე 10 ლარი, ხოლო პირველ იარუსზე 20 ლარი იქნება და მათი შეძენა გულშემატკივარს tkt.geზე შეეძლება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის სპორტის სასახლის კარი 18:00 საათიდან გაიხსნება.

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge შემოგთავაზებთ

იხილეთ აკრძალული ნივთების ჩამონათვალი