საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.  ჩვენი ქვეყნის ნაკრები საშიანო მატჩს  3 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. 

საქართველო – ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და გულშემატკივარს მისი შეძენა ონლაინ  – TKT.GEზე შეუძლია  ➡ tkt.ge/basketball 

მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.