14 ნოემბერს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაში”, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება!
საქართველო–იტალიის მატჩის ბილეთების შეძენა tkt.ge–ზე უკვე შესაძლებელია.
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 50 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი – 35, 40 და 50 ლარიანი ბილეთები.
*ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 18:00 საათიდან გაიხსნება.
მაყურებელთა ინფორმაციისთვის:
- პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
- მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები თბილისი არენაზე შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე გ. ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #WinForGeorgia
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge