საქართველო ჯგუფში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან და ევრობასკეტის მასპინძელთან მოხვდა

საქართველო ჯგუფში ევროპის მოქმედ ჩემპიონთან და ევრობასკეტის მასპინძელთან მოხვდა

სლოვენიის მყუდრო ქალაქ პოსტოინას მღვიმეში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა. კონტინენტის პირველობის 24 გუნდი  ჯგუფებში გაანაწილეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირველესად საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გვაინტერესებს. მაშ ასე:
 

 
C ჯგუფი (ცელიე)
 
ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, საქართველო, პოლონეთი, ჩეხეთი
 
A ჯგუფი (ლიუბლიანა)
 
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უკრაინა, ისრაელი, ბელგია
 
B ჯგუფი (იესენიცი)
 
მაკედონია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, სერბეთი
 
D ჯგუფი (კოპერი)
 
რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, თურქეთი, შვედეთი
 

 
საქართველოს ნაკრების კალენდარი
 
4 სექტემბერი
საქართველო – პოლონეთი
 
5 სექტემბერი
ხორვატია – საქართველო
 
7 სექტემბერი
საქართველო – სლოვენია
 
8 სექტემბერი
ჩეხეთი – საქართველო
 
9 სექტემბერი
საქართველო – ესპანეთი
 
თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გუნდი გავა. შესაბამისად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 12 გუნდი გააგრძელებს, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდებიან. თითო 6-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4 საუკეთესო გავა.