საქართველო ფიბა-ევროპის რეიტინგში მყარად დგას

საქართველო ფიბა-ევროპის რეიტინგში მყარად დგას

ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ის 24 საკალათბურთო ნაკრებია კლასიფიცირებული, რომლებიც მომავალ სექტემბერში კონტინენტის პირველაბაში მიიღებენ მონაწილეობას. ევროკალათბურთის ექსპერტებმა საქართველოს ადგილი არ შეუცვალეს – იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი კვლავ მე-14 ადგილზეა.
 
ყველაზე დიდი ნახტომი ლატვიის ნაკრებმა გააკეთა, რომელიც 23-ე ადგილიდან მეოცემდე აღზევდა. რაც შეეხება ვარდნას, ექსპერტთა აზრით, რეგრესირებადი გუნდები არიან შვედეთი, საფრანგეთი და ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხეთი. რაც შეეხებათ საქართველოს ნაკრების დანარჩენ მეტოქეებს, ცვლილებები უმნიშვნელოა: ესპანეთი კვლავ პირველია, ხორვატია – მე-11, ხოლო პოლონეთი – მე-19. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სლოვენიამ, მე-4 ადგილიდან მესამეზე აინაცვლა.
 
რეიტინგი ყოველ 2 კვირაში ერთხელ შეიცვლება. ფიბა-ევროპის ვებ-გვედრზე თითო აბზაცი ყველა ნაკრებს აქვს დათმობილი. ჩვენ კი მხოლოდ ჩვენი ჯგუფის წევრთა დახასიათებას გადმოვაქართულებთ:
 
1. ესპანეთი                             (-)
როგორც ჩანს, ხოსე კალდერონი კარგად მოერგო „დეტროიტ პისტონსს“, რაც არ გვაძლევს იმისი ფიქრის საშუალებას, რომ ესპანეთის ნაკრებმა რეიტინგში ლიდერის პოზიცია დათმოს.
2. რუსეთი                              (+1)
3. სლოვენია                           (+1)
ამერიკაში სპეციალური დავალებით გაგზავნილი წარმომადგენლისგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ბოჟიდარ მალკოვიჩმა დაადასტურა, რომ ბენო უდრიჰი და გორან დრაგიჩი ნაკრების ღირსებას ევრობასკეტზე დაიცავენ. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებს ეს ფაქტი მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
4. საფრანგეთი                        (-2)
5. საბერძნეთი                        (-)
6. ლიტვა                                 (-)
7.მონტენეგრო                        (-)
8. იტალია                               (-)
9. თურქეთი                           (+1)
10. სერბეთი                           (-1)
11. ხორვატია                         (-)
ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე უნიათოდ მოასპარეზე „ფენერბაჰჩეს“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი ბოიან ბოგდანოვიჩის შესანიშნავი თამაშია. ხორვატი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ეს კალათბურთელი ფორმას ევროპის ჩემპიონატისთვის არ დაკარგავს.
12. დიდი ბრიტანეთი          (+1)
13. ისრაელი                           (-1)
14. საქართველო                    (-)
გასულ კვირაში მოგებული იტალიის თასის შემდეგ, სიენის „მონტეპასკის“ წევრ ვიქტორ სანიკიძეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა. ის ასევე ახლოსაა ევროლიგის მეოთხედფინალთან, რაც საქართველოს ნაკრების მოთამაშესთვის დამატებითი სტიმული და მოტივაციაა.
15. გერმანია                           (-)
16. ბოსნია                              (-)
17. ფინეთი                             (-)
18.მაკედონია                         (-)
19. პოლონეთი                       (-)
ევროლიგის ტოპ-16-ში „კახა ლაბორალის“ პოლონელი ფორვარდი მაციეჟ ლამპე მშვენიერ მატჩებს ატარებს. მარცინ გორტატთან ერთად ლამპე შესანიშნავ ტანდემს შექმნის ეროვნულ გუნდში.
20. ლატვია                             (+3)
21. უკრაინა                            (+2)
22. შვედეთი                          (-2)
23. ჩეხეთი                              (-2)
„ნიმბრუკმა“, რომელშიც ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წევრები არიან თავმოყრილნი, ევროთასის გათამაშებაში რამდენიმე უიმედო მარცხი განიცადა, მათ შორის ლატვიურ ვეფ-თან.
24. ბელგია                             (-)