საქართველო-საბერძნეთის დღევანდელ მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია!

საქართველო-საბერძნეთის დღევანდელ მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია!

🇬🇪️საქართველო – საბერძნეთის🇬🇷️ დღევანდელ მატჩზე ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის გულშემატკივრებს ასეთი აქტიურობისთვის.  😍❤️

მოგიწოდებთ, რომ სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების და გზებზე არსებული საცობების გათვალისწინებით, საქართველო-საბერძნეთის დღევანდელ მატჩზე მობრძანდნენ მინიმუმ 1 საათით ადრე. მაყურებელს დარბაზში შესვლა შეეძლება 17:30 საათიდან.

🇬🇪️ყველა გულშემატკივარს დაურიგდება საქომაგო ფლაერი, რომელზეც დატანილია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ფლაერის გამოყენების მარტივი წესი.

დღეს, 19:00 საათზე ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს 🇬🇪🏀😍