საქართველო-შვეიცარიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სპორტის სასახლის სალაროებშიც დაიწყო

საქართველო-შვეიცარიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სპორტის სასახლის სალაროებშიც დაიწყო

საქართველო- შვეიცარიის მატჩზე დასასწრები ბილეთები დღეიდან სპორტის სასახლის სალაროებშიც გაიყიდება. გულშემატკივარს თამაშის ბილეთების შეძენა  19 და 20 თებერვალს შეუძლია.  სალაროები  19 თებერვალს  12:00 საათიდან 19:00  საათამდე, ხოლო 20 თებერვალს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე  იმუშავებს. 

ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმშიც –    tkt.ge.basketball 

საქართველო-შვეიცარიის შეხვედრა 20 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის დარბაზში შესვლა 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმულია ჩვენი გუნდისთვის.  ერთად ვუგულშემატკივროთ კალათბურთელთა ნაკრებს სპორტის სასახლის სავსე დარბაზში 🇬🇪 !