საქართველო – სლოვენია. მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

საქართველო – სლოვენია. მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

საქართველოსა და სლოვენიის მატჩის შემდეგ ტრადიციული მატჩის შემდგომი პრეს–კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მთავარ მწვრთნელებთან ერთად მოთამაშეებიც დაესწრნენ
გორან დრაგიჩი:
რთული მატჩი იყო. საქართველოს  ნაკრებთან აქამდე არასდროს მითამაშია. ძალიან ძლიერი და აგრესიული გუნდია. ვფიქრობ საქართველოს  ძალიან კარგი შანსი აქვს, იმისთვის  რომ მეორე  ეტაპზე გავიდეს.
ვიქტორ  სანიკიძე:
შეხვედრის პირველი  ტაიმი კარგად  დავიწყეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის გამოცდილება არ გვეყო. სლოვენიის ნაკრები ძალიან ძლიერი და გამოცდილი  გუნდია, რომელიც შეხვედრისთვის მაღალ დონეზე იყო მომზადებული.  მოგების დიდი შანსი გვქონდა.  საწყენია რომ გამოუცდელობის გამო დავმარცხდით. თუმცა ყველაფერი წინაა, წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველოდება  და მაქსიმუმს გავაკეთებთ მიზნის  მისაღწევად.
ბოჟიდარ მალკოვიჩი:
ძალიან  რთული და  დაძაბული  შეხვედრა იყო. პირველ ნახევარში საქართველომ ძალიან აგრესიული და შემტევი კალათბურთი ითამაშა. თუმცაღა შემდე გამოვფხიზლდით, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ კიდეც.
იგორ  კოკოშკოვი:  სლოვენია გამოცდილი,  ნიჭიერი და პოტენციური მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ ძლიერად  ვითამაშეთ  მაგრამ სლოვენიამ  გვაჯობა, უკეთესად  ითამაშა და მოიგო კიდეც.